Below is a summary of rules you need to follow if you want to have an account on this server of Mastodon:
სანამ შემოგვიერთდები, გაეცანი ჩვენი მასტოდონის ინსტანციას და მასში გაწევრიანების წესებს.
ამ ინსტანციას -- კომუნა -- უვლის მინადორასერვერი, ოთხი ქალისგან შემდგარი კოლექტივი. აქ არაჰომოგენური და ფემინისტური პერსპექტივა ანაცვლებს პატრიარქალური ფიქრის მოდელს. ჩვენ ვართ იზნ, თეკლა, მაკო და ნონა, და ჩვენი სურვილია საქართველოში ემანსიპატორული სახელოვნებო ხელსაწყოებისა და პლატფორმების გააქტიურება, და ამ პროცესში კრიტიკული კავშირების დამყარება.
მინადორასერვერის მასტოდონის ინსტანციაზე გაწევრიანება შეუძლია ყველას, ვისაც აინტერესებს:
ვინაიდან მასტოდონი ღია წყაროს პროგრამაა, არსებობს სხვადასხვა აპლიკაციები სმარტფონზე მისი გამოყენებისათვის:
-- მასტოდონის ინტერფეისში სამი სხვადასხვა თაიმლაინია: სახლი [home], ადგილობრივი [local] და ფედერაციული [federated]. შესაძლებელია ამ თაიმლაინების ნახვა ერთ სვეტში, კონკრეტულის არჩევით/მონაცვლეობით ან რამდენიმე თაიმლაინის ერთდროულად გადანაწილება მთელს ეკრანზე რამდენიმე სვეტად. მეორე მეთოდის ასარჩევად გადადი >> preferences >> appearance, მონიშნე enable advanced web interface და შეინახე >> save changes
-- გთხოვ მოერიდო სპამ ექაუნთებთან დაკავშირებას [გაფოლოუებას], რათა არ გადატვირთო საერთო ფედერაციული თაიმლაინი.
-- ჩვენი მასტოდონი საერთო სივრცეა, როდესაც მას შემოუერთდები, არ დაგავიწყდეს გაგვაცნო შენი თავი და თან დაურთო #introduction. ამ ჰეშთეგით შეგიძლია სხვა კომუნის წევრების გაცნობის ტექსტებიც ნახო.
-- ჩვენი თხოვნაა რომ ყველა თუთი [ასე ჰქვია პოსტებს მასტოდონზე], რომელსაც ლოკალურ თაიმლაინზე გამოაქვეყნებთ ქართულად იყოს. ხოლო, ფედერაციულზე შეგიძლია სხვა ენებზეც, რადგან ქართული კოლექტივების სერიოზული ნაკლებობაა მასტოდონზე.
-- მასტოდონზე არსებული ყველა ინფრომაცია, ჩვენს სერვეზე ინახება. რადგან სერვერის სივცრე უსასრულო არ არის, მის მოსაფრთხილებლად კონკრეტული მეთოდები გვაქვს. მაგალითად, კოლექტიური ხმის მიცემით, გადავწყვიტეთ 3 თვეზე ძველი თუთების [დაპინული პოსტების გარდა] წაშლა. ამის გასააქტიურებლად, გადადი preferences >> automated post deletion, მონიშნე automatically delete old posts და keep pinned posts, და age threshold მენიუდან აირჩიე 3 თვე [3 months]; ბოლოს, არჩევანის შესანახად Save changes.
-- ჩვენს ინსტანციაზე ყველა თუთი ავტომატურად ადგილობრივ თაიმლანზე იპოსტება [local-only], რაც გულისხმობს იმას, რომ მას მხოლოდ ჩვენი ინსტანციის/კოლექტივის წევრები ხედავენ. თუ გინდა რომ შენი თუთი გასცდეს ჩვენს ინსტანციას, შეგიძლია გამოქვეყნებისას აირჩიო ფედერაციული ოფცია [federated], რაც გულისხმობს იმას, რომ შენი თუთი გამოქვეყნდება ჩვენს ინსტანციასთან ფედერაციულად დაკავშირებულ სხვა ინსტანციებშიც [ფედერაციულ თაიმლაინზე].
-- მასტოდონზე ასევე შეგიძლია პირადი შეტყობინების გაგზვანაც Direct Message-ით. გაითვალისწინე, რომ სერვერის ადმინს წვდომა ექნება შენს პირად შეტყობინებაზეც.
-- გახსოვდეს, თუ სენსიტიურ თემაზე საუბრობ, როგორიც არის მაგალითად: სექსუალური ძალადობა, თვითდაზიანება, ნივთიერებაზე დამოკიდებულება და ფიზიკურ ძალადობა, გამოქვეყნებისას აუცილებლად გამოიყენე გამაფრთხილებელი მესიჯი [CW - Content Warning].
-- ფოტოს გამოქვეყნებისას, გთხოვ დაამატო ფოტოს აღწერის ტექსტი მათთვის ვინც შესაძლოა ეკრანის მკითხველს იყენებს ფოტოების აღსაქმელად: ატვირთე ფოტო, აირჩიე edit და დაამატე აღწერილობა "describe for the visually impaired" გრაფაში.